პომერსია

უცხო ენის შესწავლა - თამაში

EN KA TR

ზოგადი მიმოხილვა
პროგრამის შექმნის წინარე ისტორია
თამაშის ეტაპები
   პომოდორო
   შესვენება
დამატებითი ინფორმაცია
   მოთამაშე
   მოდერატორი
   თანაშემწე
მინიშნებები
   რჩევები შემდეგი ჯერისთვის
   კომუნიკაციის მეთოდები
   რჩევები საუბრის წამოსაწყებად

ზოგადი მონაცემები  
თამაშის ხანგრძლივობა 55 წუთი
მონაწილეთა რაოდენობა 1-8 მოთამაშე
1 მოდერატორი
თანაშემწე (სურვილის მიხედვით)
მიზანი ახალი რამის შესწავლა უცხო ენაზე!

ზოგადი მიმოხილვა

“მოთამაშე” მიზნად ისახავს ისწავლოს რაიმე ახალი ამ ენაზე. მაგალითად, ახალი სიტყვა, წინადადების წყობა ან აზრის გამოხატვის განსხვავებული ფორმა. გამარჯვებულია ის, ვინც მიაღწევს ამ მიზანს.

პომოდორო - არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ენის სწავლის პროცესი. ყოველი თამაში შეიცავს 3 “პომოდოროს” ეტაპს. თითოეულ ეტაპს მოსდევს შესვენება.

პომოდოროს პროცესში მხოლოდ კონკრეტულ შესასწავლ ენაზე ვსაუბრობთ. მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს ჟესტიკულაცია, პანტომიმა, საგნები, ნახატები და მსგავსი ხერხები საკუთარი აზრის გადმოსაცემად.

შესვენებაზე მოთაშეს შეუძლია ისაუბროს მშობლიურ ან კომუნიკაციაში დამხმარე ნებისმიერ სხვა ენაზე; შეუძლია დასვას შეკითხვა ან საკუთარი აზრი გამოთქვას თამაშის მეთოდებთან დაკავშირებით.

მოდერატორი თამაშს ხელმძღვანელობს და წესებს აკონტროლებს. მისი მოვალეობაა, დაეხმაროს მოთამაშეს, ისწავლოს რაიმე ახალი უცხო ენაზე; სწავლის პროცესი გახადოს სასიამოვნო, სახალისო და სარგებლობის მომტანი თითოეული მოთამაშისთვის. მოდერატორის შერჩევა შესაძლებელია მოთამაშეებისგანაც.

თანაშემწე მზად უნდა იყოს, უპასუხოს მოთამაშის მიერ დასმულ შეკითხვას. თამაში შეიძლება შედგეს თანაშემწის გარეშეც. მოთამაშეებს შეუძლიათ გაიღრმავონ ცოდნა ერთმანეთის დახმარებით, წიგნის, ვიდეორგოლების ან სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებით.

იმის გასაგებად, თუ როგორ შეუძლია თითოეულ მონაწილეს დადებითი გავლენა მოახდინოს თამაშის სხვა წევრზე, იხილეთ [“დამატებითი ინფორმაცია”].(#guidance)

სარჩევი

პროგრამის შექმნის წინარე ისტორია

ადამიანები, ძირითადად, უცხო ენის შესწავლას იწყებენ ამ ენაზე ცოდნის დაგროვებით, რასაც, ხშირ შემთხვევაში, წარუმატებლობასთან ერთად გულგატეხილობაც მოჰყვება. გახსოვდეთ, ადამიანის ტვინი უცხო ენის ათვისებას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, რაც აზრიანი კომუნიკაცია მიმდინარეობს ამ ენაზე, ანუ აუცილებელია პრაქტიკა.

მეორეს მხრივ, რთულია ისაუბრო ენაზე, რომელიც არ იცი, ან კარგად არ ფლობ. ენის სწავლას ართულებს ნაკლები პრაქტიკის შესაძლებლობა, ანდა მშობლიურ ენაზე საუბრის ცდუნება, როცა ამის შესაძლებლობა გეძლევა.

სიტყვა “პომერსია” შედგება ორი სიტყვისგან: “pomodoro” და “immersion”. ეს თამაში დაგეხმარება კონკრეტული ენის სწრაფად შესწავლაში, ამ ენაზე საუბრისა და ურთიერთობის საშუალებით.. თამაში შესაძლებელია Zoom-ის ან მსგავსი ვიდეოპროგრამის მეშვეობით.

პროგრამის შექმნის იდეა განხორციელდა ენის (PICIN) სასწავლო გვერდიდან, ასევე Where Are Your Keys? და გრამატიკის სპეციალისტის Daniel Everett მეთოდებზე დაყრდნობით.

სარჩევი

თამაშის ეტაპები

თამაშის ხანგრძლივობა 55 წუთი:

პომოდორო

მოდერატორი მოთამაშეებს მორიგეობით აძლევს სიტყვას. თითოეულ მოთამაშეს, სულ ცოტა, ერთხელ მაინც ეძლევა სიტყვის უფლება. მოდერატორს შეუძლია გამონაკლისის დაშვება საჭიროების შემთხვევაში.

მოთამაშე თავად წყვეტს, ვის და რა საკითხზე დაუსვამს შეკითხვას. მას შეუძლია, მაგალითად:

შეუძლია დაასრულოს საუბარი დროზე ადრე, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. დროის გადაჭარბების შემთხვევაში, მოდერატორს შეუძლია შეაჩეროს მოთამაშე.

შესვენება

მოთამაშეს შეუძლია ისაუბროს მისთვის სასურველ ენაზე.

მოთამაშეს შეუძლია დასვას შეკითხვები შესასწავლ ენასთან დაკავშირებით. კითხვები უნდა იყოს მოკლე.

სარჩევი

დამატებითი ინფორმაცია

თამაშის დაწყებამდე აუცილებლად გაეცანით თამაშის წესებს:

მოთამაშე

  1. გქონდეს კონკრეტული მიზანი, რისი სწავლა გსურს. წინასწარ იფიქრე და შეარჩიე შენთვის საინტერესო საკითხი. არ აჰყვე ამბიციებს და არ მოინდომო ერთ ჯერზე ბევრი რამის გაგება. გახსოვდეს, ერთი ახალი რამის შესწავლა უკვე გამარჯვებულს გხდის.

  2. არ დანებდე. შეიძლება სხვა მოთამაშეები ენას შენზე უკეთესად ფლობენ. მაგრამ, ამას შენთვის ნუ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. როცა შენი ჯერი დადგება, თამაში აბსოლუტურად შენს ხელშია.

  3. გამოიყენე ფანტაზიის უნარი. პომოდოროს პროცესში, არ შეიძლება შესასწავლი ენის გარდა სხვა ენაზე საუბარი. ეს არის ერთადერთი აკრძალვა! სხვა ყველაფერი, რაც კომუნიკაციაში დაგეხმარება, დაშვებულია, იქნება ეს ჟესტიკულაცია, სახის მიმიკები, ხმების გამოცემა, პანტომიმა, ნივთების გამოყენება თუ სხვა რამ.

  4. დააკვირდი სხვებს. გახსოვდეს, სხვა მოთამაშეებზე დაკვირვებითა და ყურადღების მობილიზებით ბევრი რამის სწავლა შეგიძლია.

  5. არანაირი ზეწოლა. ნუ იქნები მორიდებული. მაგრამ, თუ თავს უხერხულად გრძნობ, რიგი სხვას დაუთმე. სხვისი მოსმენითაც ბევრი რამის გაგება შეგიძლია.

  6. მაქსიმალურად გამოიყენე შესვენებები. დასვი შეკითხვები მშობლიურ ენაზე. მაგალითად: “სწორად გამოვთქვამ?’” “გასაგებია?” “როგორ იქნება?”

თუ ფიქრობ, რომ საკმარისი ცოდნა გაქვს მოდერატორის თანაშემწეობის გაწევისთვის, შეგიძლია შეითავსო ეს როლი მოდერატორთან შეთანხმებით.

სარჩევი

მოდერატორი

მოდერატორის ძირითადი მოვალეობაა, თითოეულ მოთამაშეს შეუქმნა მხიარული და სასიამოვნო გარემო.

  1. უნდა დარწმუნდე, რომ ყველა მოთამაშე ღებულობს მონაწილეობას. დაეხმარე მოთამაშეებს, აქტიურად იყვნენ ჩართულები და თამაშის განმავლობაში სარგებლობა მიიღონ. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციე მას, ვინც მორიდებულია. შეარჩიე ყველასთვის ადვილად სასაუბრო თემები.

  2. არ მოახდინო ზეწოლა მოთამაშეებზე. ეცადე, ყველამ მიიღოს მონაწილეობა. თუ ვინმეს სურვილი აქვს, სხვას გადასცეს თავისი რიგი, პატივი ეცი მის გადაწყვეტილებას.

  3. თემას ირჩევს ის, ვისი რიგიც არის. სხვა მოთამაშეები ვალდებულნი არიან მოუსმინონ და არ ჩაერთონ მსჯელობაში. თუ საჭიროა, ჩაერიე და მთავარი სიტყვა ისევ მთავარ მოთამაშეს დაუბრუნე.

  4. ეცადე, თამაში გაგრძელდეს. თუ მოთამაშემ გადააცილა დროს, თავაზიანად დაასრულებინე სიტყვა.

  5. იყავი პუნქტუალური. მოთამაშეებს მოუწოდე, მხოლოდ შესასწავლ ენაზე ისაუბრონ და ჩაეტიონ მათთვის განკუთვნილ დროში.

თუ თანაშემწე ხარ, და ამავდროულად, მოთამაშეც, გადახედე შენთვის მოცემულ მითითებებს და ისარგებლე შენი უფლებებით.

სარჩევი

თანაშემწე

თანაშემწეს აქვს მოთამაშეზე მეტი უპირატესობა, მაგრამ, ამავე დროს, მეტი ვალდებულებაც.

  1. იფრთხილე, არ გადასცე ზედმეტი და არასაჭირო ინფორმაცია. გახსოვდეს, სჯობს ნაკლები ასწავლო, ვიდრე ზედმეტი. ზედმეტმა ინფორმაციამ შეიძლება გონება აურიოს მოთამაშეს და ხალისი დააკარგვინოს.

  2. დაიცავი მოთამაშის უფლება, თავად შეარჩიოს შესასწავლი საკითხი და თავად გადაწყვიტოს, ვის დაუსვას შეკითხვა. არ გაუსწორო ყველა შეცდომა. მიეცი საკუთარი აზრის თამამად გამოხატვის საშუალება.

  3. მეტი დრო მიეცი მოთამაშეს, რომელიც ნელა საუბრობს. არ ჩაერიო, როცა საუბრისას ცდილობს, მოძებნოს სწორი სიტყვები. არ დაამთავრო მის მიერ წამოწყებული წინადადება, თუნდაც შენგან ამას ელოდებოდეს. თუ ვერ აგრძელებს საუბარს, შეუცვალე თემა.

  4. ფეხი აუწყვე მოთამაშის ენის ცოდნის დონეს. ეცადე გაიგო, სწავლების რომელ საფეხურზეა მოთამაშე და ამის მიხედვით შეარჩიო სიტყვები და წინადადებები. თუ საკითხი მისთვის უცხოა, დარწმუნდი, რომ ახსნილი მასალა კარგად გაიგო. არ გადახვიდე სხვა თემაზე, სანამ კარგად არ ჩასწვდება ახალ მასალას.

  5. ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი შეცდომა გაუსწორე, რომ კარგად დაამახსოვრდეს. თუ ყველაფერს გაუსწორებ, ერთმანეთში აერევა და შეიძლება სწავლის ხალისი დაკარგოს.

სარჩევი

მინიშნებები:

რჩევები შემდეგი ჯერისთვის

ეცადე, შემდეგ პომოდორზე ერთი ახალი რამე მაინც ისწავლოს. არ არის საჭირო ერთდროულად ბევრი რამის სწავლა.

საიდან უნდა დაიწყო? ეს მთლიანად შენზეა დამოკიდებული. იდეისთვის გადახედე შემდეგ მითითებებს:

მნიშვნელოვანია, კონკრეტულად იცოდე, რისი სწავლა გინდა და რას ელოდები მოთამაშის ან თანაშემწისგან. გამოიყენე კომუნიკაციის განსხვავებული საშუალებები.

  რჩევები
თუ ენის სწავლას ახლა იწყებ… მოიგონე რამე სიტყვა, მაგალითად, “მოკი”. მოთამაშეს ან თანაშემწეს აჩვენე საგანი და ჰკითხე: “მოკი?” მოთამაშე აუცილებად გეტყვის ამ საგნის სწორ სახელს.
  მიმართე სახელით რომელიმე მოთამაშეს ან თანაშემწეს. შემდეგ, მოძრაობით აჩვენე რამე მოქმედება, მაგალითად, ამოძრავე მკლავები, თითქოს დადიხარ და ა.შ. თუ ნინო გქვია, თქვი: “ნინო მოკი?” ადრესატი გაგისწორებს წინადადებას და გეტყვის სწორ მნიშვნელობას.
თუ უკვე ფლობ ენის ძირითად ბაზას… (A1) გაიხსენე სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ჯერ არ იცი. რომელიმე მონაწილეს აუხსენი ეს კონკრეტული სიტყვა შენთვის ნაცნობი სიტყვებით და ჰკითხე: “რას ნიშნავს?”
  გამოტოვებული ადგილების შევსება. მიმართე სახელით რომელიმე მონაწილეს. შემდეგ შეადგინე წინადადება და გამოტოვე სიტყვა, რომელიც გინდა, რომ ისწავლო. მაგალითად, “ეს კალამი ჩემია”. შემდეგ მიაწოდე კალამი და გააგრძელე “ეს კალამი … “ (შენია)
თუ თავისუფლად შეგიძლია ისაუბრო იმის შესახებ, როგორ გაატარე დღე… (A2) მიმართე სახელით რომელიმე მონაწილეს. შენთვის ნაცნობი სიტყვებით შეეცადე მოჰყვე რაიმე ამბავს. შემდეგ ჰკითხე: “სწორად ვთქვი? გასაგებია?”
  მაქსიმალურად გამოიყენე შენთვის განკუთვნილი დრო.
თუ ყოველდღიურ თემებზე საუბარი შეგიძლია… (B1) ისაუბრე შენთვის საყვარელ და საინტერესო თემაზე. თუ არ გეყო სიტყვათა მარაგი, ჰკითხე: “ეს როგორ ვთქვა?”
თუ თავისუფლად გამოხატავ აზრს… (B2) გაიხსენე, რა საკითხი გაგიძნელდა ბოლოს და ამის შესახებ ესაუბრე თანაშემწეს.
თუ თითქმის უშეცდომოდ საუბრობ… (C1) დაიწყე დიალოგი თანაშემწესთან. წინასწარ აღნიშნე, რაში გინდა დაგეხმაროს (გრამატიკა, გამოთქმა და ა.შ). არ შეწყვიტო საუბარი მანამ, სანამ თანაშემწე არ გაგაჩერებს. ჩაინიშნე და დაიმახსოვრე შეცდომები.
სარჩევი

კომუნიკაციის მეთოდები

როგორ შეძლებს მოთამაშე კომუნიკაციას, თუ საჭირო სიტყვას ვერ პოულობს და არც გრამატიკის ძირითადი წესები იცის? ეს მის შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული.

მოთამაშეებს ენის შესწავლის შენთვის ეფექტურ მეთოდებზე ესაუბრე. იხ. ვიდეო First Contact Survival Kit

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა:

მინიშნებები

მიმიკები, ჩართე გრძნობები საუბრებში; გამოიყენე ყველასთვის გასაგები ხელის მოძრაობები; ნივთის ან სურათის გამოყენებით მიახვედრე, რისი თქმა გსურს.

ახალი სიტყვის ადვილად ათვისებისთვის გამოიყენე ‘გამოტოვებული ადგილების’ ან ‘მიმსგავსების’ მეთოდი.

მაგალითები

რამდენიმე მაგალითით ეცადე მიახვედრო, რისი თქმა გსურს. შეგიძლია მოჰყვე რაიმე შემთხვევას და გამოიყენო უხმო კინო, პანტომიმა..

ანტონიმები

გამოიყენე ანტონიმები ანუ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები. მაგალითად, არ იცი, როგორ თქვა “თეთრი”. დასვი შეკითხვა: “რძე შავი არ არის. რა ფერისაა?”

შედარებები. ერთ-ერთი დამხმარე მეთოდია შედარებები. მაგალითად, თუ მოთამაშემ არ იცის სიტყვა “უფრო”, შეუძლია შეადგინოს ასეთი წინადადება: “მანქანა დიდია, მაგრამ სახლი… დიდია.” მოპასუხე ეტყვის გამოტოვებულ სიტყვას “უფრო”.

სარჩევი

რჩევები საუბრის წამოსაწყებად

თუ მოთამაშე ვერ ახერხებს საუბრის წამოწყებას, ან კითხვის დასმა უჭირს, მოდერატორს ან თანაშემწეს შეუძლია გამოიყენოს ქვემოთ მოცემული კითხვები:

სარჩევი

Version 5.3 (0)
© 2020 Joel Thomas
კომენტარები